13:58 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-16 11:13:18, 563 ნახვა

პოლიტიკა
მე–18 სამკურნალო დაწესებულებაში ყველა საჭირო რესურსია სათანადო მეთვალყურეობისთვის – პენიტენციური ვიდეოს ავრცელებს

პენიტენციური სამსახური ვიდეოს ავრცელებს და აცხადებს, რომ №18 (სამკურნალო) დაწესებულებაში არსებობს ყველა საჭირო რესურსი და ინფრასტრუქტურა, პაციენტთა სათანადო მეთვალყურეობისა და მკურნალობისათვის.

"საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ №18 (სამკურნალო) დაწესებულებაში არსებობს ყველა საჭირო რესურსი და სათანადო ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სათანადო მეთვალყურეობა და მკურნალობა ჩაუტარდეს. ამიტომ, საუბარი დაწესებულების არასათანადო სამედიცინო ტექნიკისა და აღჭურვილობის შესახებ გაზვიადებულია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს.
გაცნობებთ, რომ N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება წარმოადგენს სტაციონარული ტიპის დაწესებულებას, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით და ახორციელებს სხვადასხვა სპეციალიზირებულ სერვისებს. კლინიკას გააჩნია საჭირო აპარატურით სრულად აღჭურვილი ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია დიაგნოსტიკა როგორც კლინიკური და ბიოქიმიური, ასევე იმუნოლოგიური და სეროლოგიური მიმართულებით.
საყურადღებოა ისიც, რომ კლინიკაში ფუნქციონირებს საოპერაციო ბლოკი, რომელიც დაკომპლექტებულია ყველა საჭირო ტექნიკით, მათ შორის, საანესთეზიო აპარატით, კარდიომონიტორით, ხელოვნური სუნთქვის აპარატით და სხვ. დაწესებულებაში ბრალდებულების/მსჯავრდებულების კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიზნით, შეუფერხებლად ფუნქციონირებს თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი რეანიმაცია. ასევე, დამონტაჟებულია კომპიუტერული ტომოგრაფი და ფუნქციონირებს ჰემოდიალიზის აპარატი. დაწესებულებაში შესაძლებელია ჩატარდეს ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია, სპირომეტრია, ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა.
N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა (სამკურნალო) დაწესებულება შეუფერხებლად, ცენტრალიზებულად მარაგდება ჟანგბადით და ამისთვის დაწესებულების ტერიტორიაზე სპეციალური „ქარხანაც" ფუნქციონირებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ დაწესებულების მედპერსონალი ბრალდებულების/მსჯავდებულების ჯანმრთელობის დაცვისა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უზრუნველყოფილია კოვიდრეგულაციებით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი საშუალებით (ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, სადეზინფექციო ხსნარი და სხვ.)
დაწესებულების პერსონალს ინტენსიურად, ყოველკვირეულად უტარდება PCR ტესტირება, ასევე შუალედური ტესტირება სწრაფი/მარტივი მეთოდით." - ნათქვამია პენიტენციურის განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი 48-ე დღეა შიმშილობს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი: რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics