|
2021-11-15 12:40:49, 2665 ნახვა
სამხედრო
უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი 2021“ დასრულდა
უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი 2021“, რომელიც საქართველოს მასშტაბით 14 ლოკაციაზე პარალელურად მიმდინარეობდა, მონაწილე უწყებების წარმომადგენელთა დაჯილდოებით დასრულდა. „დიდგორი 2021“-ის საპატიო დაფები და კოინები მონაწილეებს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და სწავლების ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა გადასცეს. თავდაცვის ძალების მეთაურმა სწავლებაში ჩართულ მონაწილეებს პროფესიონალიზმის, აქტიურობისა და გამოჩენილი ინიციატივებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სწავლება მაღალ დონეზე აღსრულდა და დასახულ მიზანს უპასუხა. საომარ და კრიზისულ სიტუაციაში სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავება და ურთიერთქმედების დახვეწა, ჰიბრიდულ გამოწვევებთან, მოწინააღმდეგის საინფორმაციო ზეგავლენის ოპერაციებთან და დეზინფორმაციასთან გამკლავება „დიდგორი 2021“-ის მთავარი მიზნები იყო. „დიდგორი 2021“ წელს მერვედ ჩატარდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, მისი დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს პირველად სრულად ხელმძღვანელობდა თავდაცვის ძალები. წლევანდელი „დიდგორი“ ბევრი სიახლით და მრავალფეროვნებით იყო გამორჩეული, მათ შორის მასში პირველად გათამაშდა საველე კომპონენტები, მოხდა რეზერვისტების გამოძახება და მათი საველე მომზადება, გაიმართა თავდაცვის ძალებისა და შსს-ს სხვადასხვა ქვედანაყოფის ერთობლივი საველე წვრთნები, რეალურად გათამაშდა ლოჯისტიკური მხარდაჭერის ელემენტები, სწავლებაში პირველად გამოიყენეს ახალი სიმულაციური სისტემები VBS3. მომავალ წელს სწავლებაში რეალურად მიიღებენ მონაწილეობას სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირები.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)