17:18 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-15 11:50:32, 583 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად უკრაინის სახალხო დამცველი ჩამოვიდა

მიხეილ სააკაშვილმა გამომიგზავნა წერილი, სურს, რომ მოვინახულო, ამის გამო ჩამოვედი საქართველოში, - ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა, ლიუდმილა დენისოვამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ჟურნალისტებთან საურისას განაცხადა

„მიხეილ სააკაშვილმა გამომიგზავნა წერილი და სურს, რომ მე ის მოვინახულო, ამის  გამო ჩამოვედი. ჩვენ გავაგზავნეთ ყველა საჭირო დოკუმენტი, წერილი იუსტიციის მინისტრთან, ასევე საჭირო უწყებებში და ველით პასუხს, რომ ხვალ შევძლოთ მიხეილ სააკაშვილის მონახულება, ჯერ კიდევ არ ვიცით წერილზე პასუხი“, - აცხადებს სახალხო დამცველი.

როგორც დენისოვა აღნიშნავს, მისი მიზანია გაარკვიოს, თუ როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის 46-ე დღეს.

„მე უნდა გავარკვიო, უნდა ავიღო ზუსტი ინფორმაცია, ასევე ექიმებისგან და ადვოკატებისგან მივიღო ცნობები, მაინტერესებს, რამდენად მძიმეა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის 46-ე დღეს. ძალიან ვწუხვართ, რომ უკრაინის მოქალაქე იმყოფება ასეთ პირობებში“, - აცხადებს ომბუდსმენი.

უკრაინის სახალხო დამცველი პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროვებულ კადრებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხორციელდება წამება და არაადამიანური მოპყრობა.

„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის წამება და არაადამიანური მოპყრობა, რაც ვნახეთ, ეს არის მისი უფლებების დარღვეა, ადამიანს გააჩნია სიცოცხლის უფლება, რომლის შებღავლაც ხდება. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს პროცესი ძალიან მძიმე შედეგით დასრულდეს“, - აღნიშნა ომბუდსმენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics