17:18 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-14 18:43:15, 900 ნახვა

პოლიტიკა
ქართველი ექიმების მიმართვა აშშ-დან - სააკაშვილი გარდაუვალი სიკვდილის რისკის ქვეშაა

აშშ-ში მოღვაწე ექიმები, ნანა გეგეჭკორი და ზურაბ გურული აცხადებენ, რომ გაჟღერებული სიმპტომების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი გარდაუვალი სიკვდილის რისკის ქვეშ იმყოფება. ისინი ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ და მათ პროფესიული მოვალეობის შესრულებისკენ მიუთითებენ.

"ჯანდაცვის სამინისტროს! თქვენი პროფესიული მოვალეობაა, მიუთითოთ პენიტენციური სამსახურის სამედიცინო სექტორს, რომ პატიმარი პაციენტი, მიხეილ სააკაშვილი სტაბილურ მდგომარეობაში კი არა, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება ამჟამად და ინტენსიური განყოფილების მახლობლად კი არ უნდა იყოს მოთავსებული, არამედ კარგად აღჭურვილ, გამოცდილი პროფესიონალებით დაკომპლექტებულ ინტენსიურ განყოფილებაში განუწყვეტელი ტელემეტრიული მეთვალყურეობის ქვეშ", — ვკითხულოთ მათ განცხადებაში.

ექიმები მიმართვაში დეტალურად აღწერენ თუ რაზე მიუთითებს გამოვლენილი სიმპტომები, რომელიც სააკაშვილს აღენიშნება. გეგეჭკორი და გურული სხვადასხვა, მათ შორის, კუჭ-ნაწლავისა და ნევროლოგიურზე გართულებებზე მიუთითებენ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ლაბორატორიული გამოკვლევების გარდა, ქირურგიული ჩარევაც გახდეს საჭირო და აღნიშნავენ, რომ ეს უპირობოდ მრავალპროფილურ კლინიკაში უნდა განხორციელდეს.

"სრული პასუხისმგებლობით, პროფესიულ სინდისსა და ჩვენს ოფიციალურ სამედიცინო კვალიფიკაციაზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ეთერში საჯაროდ გაჟღერებული სიმპტომების მიხედვით, უპირობოდ იმყოფება გარდაუვალი სიკვდილის რისკის ქვეშ; საჭიროებს სასწრაფო გამოკვლევებს და შესაბამის მკურნალობას მაღალტექნოლოგიური, მულტიპროფილური კლინიკის ინტენსიური განყოფილების პირობებში", — ამბობენ ექიმები.

ექსპრეზიდენტი უკვე 45-ე დღეა შიმშილობს. როგორც გუშინ, ღამით მისმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, სააკაშვილს ძლიერი სისუსტე აქვს და პირველი დღეა, როცა ფეხზე ვერ ადგა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics