20:40 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-14 13:34:14, 587 ნახვა

საზოგადოება
მეუფე გრიგოლი - მეუფე ნიკოლოზმა აზიარა პრეზიდენტი სააკაშვილი, რაც მადლიანი საქმეა

მეუფე ნიკოლოზმა აზიარა პრეზიდენტი სააკაშვილი და ეს იყო მისი გადასაწყვეტი,- ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის მიერ, ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტის ზიარების საკითხს ეხმაურება. 

მისი თქმით, პატიმრის მონახულება ყოველი ქრისტიანის ვალია, ხოლო ზიარება - მადლიანი საქმე. 

"პატიმრის მონახულება ყოველი ქრისტიანის ვალია და ერთ - ერთი დიდი სათნოებაა. პატიმრის მონახულება მაცხოვარმა დაგვავალა ჩვენ, რომ პატიმრებს ნუგეში ვცეთ, ნებისმიერ პატიმარს, ვისაც იცნობ ან არ იცნობ, ვისზეც მიგიწვდება ხელი და ვინც ითხოვს ამას.

მეუფე ნიკოლოზმა აზიარა პრეზიდენტი სააკაშვილი და ეს იყო მისი გადასაწყვეტი. უშუალოდ ის წყვეტს, როცა ადამიანს სულიერ თემაზე ესაუბრება, როცა აღსარებას იბარებს, აზიაროს, თუ არ აზიაროს. გააჩნია კონკრეტულ ვითარებას, როცა ადამიანი საგანგებო - განსაკუთრებულ მდგომარეობაშია, ან ავად არის, ან რაიმე სხვა უკიდურესად რთული გარემოა, შეიძლება მაშინ ადამიანი ნაშიმშილები კი არა, ნამარხულებიც არ იყოს და აზიაროს, ეს მისი გადასაწყვეტია, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში. ის, რომ ახლა პატიმარი აზიარა ეს მადლიანი საქმეა", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ცნობისთვის, მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის 39-ე დღეს რუსთავის ციხეში მოინახულა და აზიარა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics