17:16 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-13 17:45:38, 598 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია - ივანიშვილის რეჟიმი ნაბიჯ-ნაბიჯ აჩვევს საზოგადოებას, რომ გადავინაცვლეთ პუტინის რუსეთის ბანაკში

როგორი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის ვიზიტიც არ უნდა ყოფილიყო, მისი შესვლა პოლიტიკურ პატიმარ სააკაშვილთან ავტომატურად არ წყვეტდა პრობლემას, ეს არ გამოიწვევდა სააკაშვილის გათავისუფლებას,- ​ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებას, რომ ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი მიიღო.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, სადაც შესაძლოა ევროპელ პოლიტიკოსს ციხეში პატიმრების ნახვაზე უარი უთხრან, ის ქვეყნებია, რომლებსაც თავისუფალი სამყაროს წევრობაზე უარი აქვთ ნათქვამი.

“მარტივია თვალი გადავავლოთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც შეიძლება ევროპარლამენტარებს, ან ნებისმიერ ევროპელ პოლიტიკოსს უარი უთხრან ციხეში ნებისმიერი პატიმრის ნახვაზე. ეს ის ქვეყნებია, რომელთაც ღიად აქვთ ნათქვამი უარი თავისუფალი სამყაროს წევრობაზე და არიან იმ ბანაკში, რომელიც უპირისპირდება თავისუფალ სამყაროს და არიან პუტინის რუსეთის ბანაკში. ეს არ არის ულტრირება. არცერთ ქვეყანაში, რომელსაც სურს, რომ იყოს ნატო-ს, ევროკავშირის წევრი ან ზოგადად, თავისუფალი სამყაროს წევრი, არ შეიძლება ეს მოხდეს”,- განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულებაზე უარი მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics