18:50 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-13 14:57:21, 702 ნახვა

პოლიტიკა
აქცია-პერფორმანსი ეროვნულ ბანკთან - „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრები ყავას 1 დოლარად ყიდიან

"გირჩი - მეტი თავისუფლება" ეროვნული ბანკის შენობასთან აქციას რეგულაციების დარღვევით მართავს და მომხმარებელს ყავის შეძენას 1 დოლარად სთავაზობს.

აქცია-პერფორმანსით პარტიის წევრები ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ რეგულაციებს არღვევენ.

პარტიის წევრების განმარტებით, აქციის მიზანია საზოგადოებამ დაინახოს ის, თუ რამდენად აბსურდული რეგულაციები არსებობს ქვეყანაში და როგორ ცდილობენ ჩაერიონ მოქალაქეების ეკონომიკურ ურთიერთობებში.

„აქციის მიზანია, საზოგადოებას დავანახოთ რამდენად აბსურდული რეგულაციები გვაქვს ქვეყანაში ფინანსური მიმართულებით და როგორ ცდილობენ ჩაერიონ ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებში. დღეს აქ შეგიძლიათ ყავა შეიძინოთ 1 დოლარად, რაც არის რეგულაციის დარღვევა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით მხოლოდ ლარით შეგიძლიათ ანგარიშწორება, ასევე შეგიძლიათ გადაიხადოთ კრიპტო ვალუტით და ასევე შეგიძლიათ ჩვენგან ისესხოთ 1 დოლარი, რაც ასევე რეგულაციის დარღვევაა. მოქმედი რეგულაციის თანახმად არ შეიძლება 200 000 ლარზე ნაკლების სხვა ვალუტაში გასესხება“ - აცხადებს გირჩი - მეტი თავისუფლების წევრი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics