|
2021-11-13 12:36:26, 768 ნახვა
საზოგადოება
ერმალო მაღრაძე კორონავირუსით გარდაიცვალა
რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ერმალო მაღრაძე, 79 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ კლინიკა „ბომონდში“ დაუდასტურეს. როგორც კლინიკაში აღნიშნავენ, ერმალო მაღრაძე „ბომონდის“ ინტენსიურ განყოფილებაში 4 ნოემბერს გადაიყვანეს. მას ფილტვების 80% ჰქონდა დაზიანებული. რეჟისორი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე მძიმე იყო. „პაციენტის გადასარჩენად მაქსიმალური გააკეთა კლინიკის გუნდმა, თუმცა სამწუხაროდ, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ვუსამძიმებთ ოჯახს, ახლობლებს და ქვეყანას", – აცხადებს კლინიკა „ბომონდის" კოვიდცენტრის რეანიმაციის მთავარი სპეციალისტი, ირმა მესხი. ერმალო მაღრაძე სამტრედიაში 1943 წელს დაიბადა. 1977 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია ქართულ ფილმში, ჯერ რეჟისორის ასისტენდან, შემდეგ მეორე რეჟისორად. 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი სცენარისტის სპეციალობით. 1992 წელს დაარსა ერმალოფილმი. 1995 წელს გამოდის მისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი შვეციის პრინცი იმერეთიდან. ავტორია ფილმებისა გზააბნეულნი, აპოკალიფსი არ იქნება, სიძე, თეა.
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)