18:50 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-13 12:32:33, 730 ნახვა

პოლიტიკა
გიული ალასანია ილია მეორეს შეხვდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.

როგორც გიული ალასანიამ ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბარში განაცხადა, პატრიარქთან შეხვედრას არ ესწრებოდა მისი მოსაყდრე, მეუფე შიო და ილია მეორეს მდივან–რეფერანდი, შორენა თეთრუაშვილი.

"მე ვიცი, რომ მისთვის [ილია მეორესთვის] არაა სულერთი ჩემი შვილის მდგომარეობა. ვიცი, რომ ჩემს შვილს ყოველთვის აქვს უწმინდესის იმედი. ძალიან ცოტა ხანი გაგრძელდა ეს შეხვედრა. იყო პატრიარქი, ორ სამღვდელო პირთან ერთად, რომლებიც ალბათ ზრუნავენ მასზე. ვილაპარაკეთ საერთოდ, ზოგადად, რომ საქართველოში როგორი ტრადიცია იყო, რომ სიცოცხლე ძალიან ფასობდა, რომ ჩვენ სამართალში სიკვდილით დასჯის პუნქტი არ არსებობდა, ასეთი თემები, ძალიან მოკლედ, არაფერი განსაკუთრებული". – აცხადებს გიული ალასანია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics