|
2021-11-13 11:32:41, 2781 ნახვა
სამხედრო
საქართველოს ნატო-ს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის ახალი მეთაური, გენერალ-მაიორი ნორბერტ ვაგნერი ეწვია
საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) ახალი მეთაური, გენერალ-მაიორი ნორბერტ ვაგნერი იმყოფებოდა. ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების, განსაკუთრებით, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ფუნქციონირებისა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმების გაცნობას. გენერალ-მაიორ ნორბერტ ვაგნერს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) მასპინძლობდა. ვიზიტის ფარგლებში ნატოელმა გენერალმა შეხვედრები გამართა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებთან, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძესა და ბრიგადის გენერალ ირაკლი ჭიჭინაძესთან. თავდაცვის ძალებისა და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა JFTC -ის მეთაურს ვიზიტისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. შეხვედრებზე საუბრის ძირითად თემებს საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმები, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) შესაძლებლობების განვითარება და ნატოსთან თავსებადობის გაზრდა, ასევე, 2022 წელს საქართველოში დაგეგმილი ნატოს-საქართველოს ერთობლივი სწავლების ორგანიზება წარმოადგენდა. საქართველოში სამდღიანი ვიზიტის განმავლობაში, ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის მეთაური ვაზიანში საბრძოლო მომზადების ცენტრს (CTC) ეწვია. გენერალ-მაიორი ნორბერტ ვაგნერი საერთო საჯარისო ცენტრის ტერიტორიაზე უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი 21“-ის“ მიმდინარეობასაც გაეცნო და ვაზიანში სწავლების საველე კომპონენტი მოინახულა. JTEC-მა პოლონეთში მდებარე ნატო-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრთან (JFTC) მჭიდროდ თანამშრომლობა 2017 წლიდან მენტორული პროგრამის საფუძველზე დაიწყო. მენტორული ურთიერთობები JTEC-ის ნატო-საქართველოს 2019 წლის სწავლების წარმმართველი (ODE) ფუნქციის შესასრულებლად მომზადებას ისახავდა მიზნად. 2020 წელს JTEC-სა და ნატო-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრს (JFTC) შორის პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტი ხელს უწყობს JTEC–ის, როგორც NATO-სთან აფილირებული ერთ-ერთი სრულფასოვანი საწვრთნელი ცენტრის განვითარებას.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)