20:14 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-12 22:24:44, 1426 ნახვა

მსოფლიო
კამალა ჰარისი - ლუკაშენკოს რეჟიმი ძალიან შემაშფოთებელ საქმიანობას ეწევა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, ლუკაშენკოს რეჟიმი ძალიან შემაშფოთებელ საქმიანობას ეწევა - ამის შესახებ კამალა ჰარისმა პოლონეთი-ბელორუსის საზღვარზე არსებულ ვითარების შეფასებისას განაცხადა.

ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ის შეშფოთებულია პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე არსებული ვითარებით.

„ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ და ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს. ლუკაშენკოს რეჟიმი ძალიან შემაშფოთებელ საქმიანობას ეწევა“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

გასული თვეების განმავალობაში ათასობით მიგრანტი შეეცადა გადაეკვეთა საზღვარი. კრიზისმა კულმინაციას მიაღწია 8 ნოემბერს, როცა მიგრანტების ჯგუფი შეეცადა საზღვრის ძალით გადალახვას და ისინი პოლონელმა მესაზღვრეებმა მოიგერიეს.

ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩები 10 ნოემბერს შეთანხმდნენ, რომ ვითარება იძლევა მინსკისთვის ახალი საქციების დაწესების სამართლებრივ საფუძველს.
ევროკავშირის ლიდერები მინსკს ბრალად სდებენ, რომ ის იზიდავს მიგრანტებს ქვეყნებიდან, სადაც ომებია ან ღარიბი სახელმწიფოებიდან და შემდეგ განზრახ თავს უყრის მათ პოლონეთის საზღვართან, რათა ქაოსი წარმოქმნას ბლოკის აღმოსავლეთ კიდეზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics