18:49 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-12 15:39:32, 586 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი – გლდანის დაწესებულებაში ვერ იქნება დაცული ექს–პრეზიდენტის უსაფრთხოება

მიხეილ სააკაშილი არის საკმაოდ მხნედ, თუმცა ეს არ არის შესაბამისი დაწესებულება, სადაც ყოფილი პრეზიდენტი უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა, ჯონ სენდვიჯმა განაცხადა.

მისივე თქმით, გლდანის მე–18 სამკურნალო დაწესებულება არის საპატიმრო და არა საავადმყოფო, სადაც არის სამედიცინო პუნქტი, თუმცა ის არ არის საკმარისად აღჭურვილი, რომ სიტუაციის დამძიმების შემთხვევაში პაციენტს ადეკვატური დახმარება აღმოუჩინონ. 

„პირველ რიგში, ეს არ არის შესაბამისი დაწესებულება ყოფილი პრეზიდენტისთვის, თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ის საკმაოდ მხნედ გრძნობს თავს. შეშფოთებას იწვევს, თუ როგორ უნდა იგრძნოს მან თავი აქ უსაფრთხოდ, რადგან ამ დაწესებულებაში ვერ იქნება დაცული მისი უსაფრთხოება და არც შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობაა, იმ შემთხვევისთვის, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა", – განაცხადა ადვოკატმა.

 

ფოტო – მთავარი არხი





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics