21:49 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-12 11:30:51, 620 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთების საჭიროებაც დადგეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის გაკეთების მსურველთა რაოდენობა იზრდება.

მისი თქმით, დღეის მონაცემებით, დაახლოებით 4 600-მდე ადამიანმა „ბუსტერი“ უკვე გაიკეთა.

„ყველას უმორჩილეასდ გთხოვთ, რომ მივიდეთ და ავიცრათ. ქვეყანაში დაახლოებით 2 მილიონნახევარი დოზა სხვადასხვა ტიპის ვაქცინა გვაქვს. ვაქცინა ყველასთვის საკმარისია. მომავალი წლისთვის შეკვეთილია კიდევ მეტი, „ბუსტერები“ ვისაც დაგვჭირდება. „ბუსტერის“ რიცხვი უკვე იზრდება. დღევანდელი რიცხვით დაახლოებით 4 600-მდე ადამიანმა უკვე გაიკეთა „ბუსტერი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, შესაძლოა მეოთხე დოზის გაკეთების საჭიროებაც დადგეს.

„დიახ, შესაძლებელია, რომ იყოს. ამის შესახებ მიმდინარეობს კვლევა. გარდა ამისა, გვაქვს დაახლოებით 50-მდე მეოთხე დოზა. ეს არიან ადამიანები, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ. უკვე შემცირდა იმ ქვეყანების რაოდენობა, რომლებიც არ სცნობდნენ „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ აცრილებს და მათი მოგზაურობისთვის საჭირო იყო რომელიმე RNM ვაქცინის სერტიფიკატის ქონა. დაშვებულია ჩვენი კანონმდებლობით, რომ თუ თქვენ მიემგზავრებით ისეთ ქვეყანაში, სადაც შეიძლება არ შეგიშვან, შეგიძლიათ აიცრათ „ფაიზერით“ მესამე დოზით და 28 დღის შემდეგ ისევ გაიმეოროთ მეოთხე დოზა. არ არის პრობლემა. ბევრი ჩვენი სტუდენტი, ვინც მიემგზავრებოდა დასავლეთის ქვეყნებში და სადაც შესაძლებელი იყო, რომ ეს რეგულაციები ყოფილიყო, ოთხი დოზით არის აცრილი“.- განაცხადა გამყრელიძემ.
 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics