22:47 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-10 17:14:55, 540 ნახვა

საზოგადოება
გლდანის III ა მიკრორაიონის N20 საცხოვრებელ კორპუსში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანში გამგეობის  „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტის განხორციელება გრძელდება. ამჯერად, წითელ ხაზებში არსებული შიდა და გარე წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია 36 მისამართზე დასრულდა, 10 მისამართზე კი მიმდინარეობს.

 სამუშაოები გრძელდება გლდანის III ა მიკრორაიონის N20 საცხოვრებელ კორპუსშიც, რომლის ხუთივე სადარბაზოში, დაახლოებით, 220 გრძივი მეტრი წყალარინების ქსელი იცვლება. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 45 482 ლარი დაიხარჯება. ამასთან, ამავე კორპუსში სართულშორისი ნაპრალების რეაბილიტაცია ხორციელდება, რისთვისაც 12 993 ლარი გამოიყო.

სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი გაეცნო.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამგეობა აღნიშნულ სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics