15:17 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-10 11:13:50, 593 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტრო უწყებათაშორის სწავლებაში „დიდგორი 2021“ მონაწილეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს 200-მდე თანამშრომელი უწყებათაშორის სწავლებაში „დიდგორი 2021" მონაწილეობს, რომელიც საომარ და კრიზისულ სიტუაციაში სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავებისა და ურთიერთქმედების დახვეწას ემსახურება. - ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სწავლება „დიდგორი“ წელს განსაკუთრებით მასშტაბურია, რადგან საშტაბო ნაწილის გარდა, გათვალისწინებულია საველე კომპონენტებიც. ასევე, წელს სწავლებაში პირველად იქნება გამოყენებული ახალი სიმულაციური სისტემები VBS3 (ვირტუალური ბრძოლის ველი), რომელიც საშუალებას აძლევს საწვრთნელ ქვედანაყოფსა და სწავლების მაკონტროლებელ ჯგუფს სწავლებაში მიმდინარე მოვლენები რეალურ დროში აკონტროლონ და საერთო ოპერატიულ სურათზე გამოსახონ.

უწყებათაშორისი სწავლების დასაწყისში საველე კომპონენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტისა და კინოლოგიის სამმართველოს წარმომადგენლებმა გაათამაშეს. ოპერაციას სწავლების იმიტირებული გენერალური შტაბი საჯარისო ცენტრში განთავსებული მართვის პუნქტიდან აკვირდებოდა.

სწავლება წელს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით ტარდება, რომლის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს. სწავლების განმავლობაში სასწავლო აუდიტორიას მოუწევს ჰიბრიდულ გამოწვევებთან, მოწინააღმდეგის საინფორმაციო ზეგავლენის ოპერაციებთან და დეზინფორმაციასთან გამკლავება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
ბრიტანეთის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების შემოტანას ედავებოდნენ, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics