22:01 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-09 21:34:27, 597 ნახვა

პოლიტიკა
ინსპექტორის გამომძიებელი - სააკაშვილი სამედიცინო ექსპერტიზას დათანხმდა, მისივე მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით

მიხეილ სააკაშვილი, მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მიუთითებს მასზე შესაძლო ძალადობის განხორციელების თაობაზე, აქედან გამომდინარე არსებობს თუ არა მის სხეულზე რაიმე დაზიანების ჯანმრთლობის დაზიანების კვალი, საჭიროა ჩატარდეს სამედიცინო ექსპერტიზა. მან ამის ჩატარებაზე გამოთქვა თანხმობა მისივე მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით.- ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი გიორგი მიქელაძემ გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მათ უკვე მიმართეს პენიტენიცურ დაწესებულებას მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირების ამსახველი ვიდეოკამერის ჩანაწერების დაარქივების მოთხოვნით.

"მიხეილ სააკაშვილი, მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მიუთითებს მასზე შესაძლო ძალადობის განხორციელების თაობაზე, აქედან გამომდინარე არსებობს თუ არა მის სხეულზე რაიმე დაზიანების ჯანმრთლობის დაზიანების კვალი, საჭიროა ჩატარდეს სამედიცინო ექსპერტიზა. მან ამის ჩატარებაზე გამოთქვა თანხმობა მისივე მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით.

რაც შეეხება გამოკითხვას, ეს ვერ მოხერხდა, მოგეხსენებათ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში 
მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. კერძოდ გამოკითხვა წარმოებს ბარიერს მიღმა სპეციალური ტელეფონის მეშვეობით და როგორც აღმოჩნდა, მიხეილ სააკაშვილისა და მისი ადვოკატებისთვის მიუღებელია ამ ფორმით გამოკითხვის ჩატარება. ჩვენ ვმუშაობთ გამოკითხვის ჩატარების ალტერნატიულ გზებზე, რის შესახებაც დამატებით გეცნობებათ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე.

გამოძიება მზად იყო აღნიშნული ფორმითაც ჩაეტარებინა მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა, რა თქმა უნდა, პირადად შეხვედრა და გამოკითხვა უფრო კომფორტულია, თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ ფორმითაც გამოძიება მზად იყო ჩაეტარებინა გამოკითხვა. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უკვე მიმართა პენიტენიცურ დაწესებულებას მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირების ამსახველი ვიდეოკამერის ჩანაწერების დაარქივების მოთხოვნით, რათა სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდეს მისი გამოთხოვა შესაბამისი დაწესებულებიდან, - განაცხადა მიქელაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics