|
2021-11-09 21:00:09, 752 ნახვა
პოლიტიკა
TDI - მესამე პრეზიდენტის დევნა და ავტორიტარიზმის საფრთხე
უკიდურესად დაძაბულ გარემოს კიდევ უფრო ამწვავებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა. ჩვენთვის აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ხორციელდება პოლიტიკური ნიშნით დევნა, ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობა. ამის თქმის საფუძველს იძლევა მმართველი პარტიის ხელმძღვანელების შეუფარავი განცხადებები და გადაწყვეტილებები, რომლებიც, მათი მხრიდან, სწორედ პოლიტიკური ანგარიშსწორების შესახებ გვიქმნიან წამოდგენას. - ასე ეხმაურება "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტური" საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის ფაქტს. როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში ბოლო დროინდელი მოვლლენები ხელს უწყობს, ისედაც მყოფე დემოკრატიის საფუძვლის მორყევას. საქართველოში დღითიდღე მძიმდება ვითარება. საფუძველი ეცლება ისედაც მყიფე დემოკრატიას: ბოლო თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით 5 ივლისს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დარბევისა და ევროკავშირის დროშის დემონსტრაციული ჩამოხევის შემდეგ, მდგომარეობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის მანამდე არსებული სუსტი წონასწორობა, ავტორიტარიზმისკენ გადახარა. პრემიერ მინისტრის მიერ უმცირესობათა უფლებების დაცვაზე ღია და აშკარა უარმა, ძალადობის ორგანიზატორების დაუსჯელობამ, გამომჟღავნებულმა ტოტალურმა თვალთვალმა და მიყურადებამ, უკიდურესად ძალადობრივმა და უთანასწორო საარჩევნო გარემომ, ნებისმიერი განსხვავებული ჯგუფისა და პოლიტიკური ოპონენტისადმი სიძულვილისა და მტრობის ინტენსიურმა გაღვივებამ, ხელისუფლების მხრიდან დიალოგის შესაძლებლობათა უგულებელყოფამ და სასამართლო რეფორმის სრულმა კრახმა გვიჩვენა, რომ ქართული ოცნების მმართველობის გამოხატულებად და დღის წესრიგად იქცა დემოკრატიისა და დასავლური ინტეგრაციისგან უკუსვლა. ამ ფონზე, ისედაც უკიდურესად დაძაბულ გარემოს კიდევ უფრო ამწვავებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა. ჩვენთვის აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ხორციელდება პოლიტიკური ნიშნით დევნა, ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობა. ამის თქმის საფუძველს იძლევა მმართველი პარტიის ხელმძღვანელების შეუფარავი განცხადებები და გადაწყვეტილებები, რომლებიც, მათი მხრიდან, სწორედ პოლიტიკური ანგარიშსწორების შესახებ გვიქმნიან წამოდგენას. ამის შესახებ კრიტიკულ კონტექსტში საუბრობს საქართველოს სახალხო დამცველი. ხელისუფლების მხრიდან ვითარების მიზანმიმართული გამწვავება, მიხეილ სააკაშვილისთვის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე უარის თქმა, იუსტიციის მინისტრის მიერ გაჟღერებული ინიციატივა, რომლის თანახმად მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი საპატიმროშივე უნდა გაიმართოს, მის წინააღმდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩადენილი მძიმე უფლებადარღვევები: შემზარავი ფსიქოლოგიური ზემოქმედება და სავარაუდო ძალადობა, დიდ ბარიერს აღმართავს ყველა მცდელობის წინაშე, დავუბრუნდეთ მშვიდ პოლიტიკურ გარემოს, ძირს უთხრის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის წარმართვის შესაძლებლობას და საზოგადოებას სამოქალაქო დაპირისპირებისკენ უბიძგებს. ამ ვითარებაში, საფრთხე ექმნება თითოეული ადამიანის თავისუფლებას, სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. დღეს კრიტიკულად აუცილებელია, როგორც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, მისი პოლიტიკურად მოტივირებული დევნის შეწყვეტა, ასევე სახელმწიფოს გადარჩენა დემოკრატიის დასამარებისა და ავტორიტარიზმისგან. "- ნათქვამია განცხადებაში
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)