23:25 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-09 19:39:22, 578 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - ხვალ, 10 ნოემბერს 11 საათზე ერთდროულად 3 ადგილზე გაიმართება აქცია, მე-4 ადგილს განგებ არ დავასახელებ

ხვალ, 10 ნოემბერს 11 საათზე ერთდროულად 3 ადგილზე გაიმართება აქცია - იუსტიციის სამინისტროსთან, მოსულის შენობასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომელიც ვალდებულია ხმა ამოიღოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებთ, ამავე დროს, აქცია გაიმართება მე-4 ადგილზე, რომლის ადგილს განგებ არ დავასახელებ. ასე იქნება ყოველ დღეს- ამის შესახებ "ნაციონალური მოძროაბის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარლამენტის წინ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს უახლოეს პერიოდში გადაიყვანენ საქალაქო სასამართლოში.

"„შეუძლებელია, მიხეილ სააკაშვილი  გაჩერდეს გლდანის ციხეში. უახლოეს პერიოდში ის გადაყვანილი იქნება სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრძოლა ყოველდღიურად არ უნდა გაგრძელდეს ორგანიზებულად და მზარდად.

ხვალ, 10 ნოემბერს 11 საათზე ერთდროულად 3 ადგილზე გაიმართება აქცია - იუსტიციის სამინისტროსთან, მოსულის შენობასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომელიც ვალდებულია ხმა ამოიღოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებთ, ამავე დროს, აქცია გაიმართება მე-4 ადგილზე, რომლის ადგილს განგებ არ დავასახელებ. ასე იქნება ყოველ დღეს"- განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელია დეპუტატ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასაც გამოეხმაურა, მისი თქმით, ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაც არა ნაკლებ მძიმეა.

"არ არის მარტივი, არანაკლებ მძიმე არის ელენე ხოშტარიას მდგომარეობა ახლა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილისა, თუ არა პირიქით, უარესი. ამიტომ, არანაირი დაღლა. ყოველდღე დილიდან ჩვენ კონკრეტული გეგმა გვექნება, ყოველი დღის ბოლოს მეორე დილის გეგმებს შეგატყობინებთ, რამდენიმე წერტილი იქნება, მაგრამ ყოველთვის იქნება ერთი წერტილი, რომელსაც არ შეგატყობინებთ და იმტვრიონ თავი ქართული ოცნების სპეცსამსახურებმა."- განაცხადა მელიამ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics