|
2021-11-09 18:34:08, 628 ნახვა
პოლიტიკა
კელი დეგნანი - მთავრობას დაჟინებით ვთხოვთ უზრუნველყოს სააკაშვილის სრულად აღჭურვილ დაწესებულებაში გადაყვანა
მთავრობას დაჟინებით ვთხოვთ, სააკაშვილი საჭირო სამედიცინო დახმარებით უზრუნველყონ. - ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხდა. დეგნანი აღნიშნავს რომ ის, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთებულია.
"ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას და ჯანმრთელობის მდგომარეობას. შეშფოთებულები ვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. სამედიცინო ჯგუფის შეფასებით, ის დიდი რისკის ქვეშ არის და სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდება. სახალხო დამცველმა თქვა, რომ გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულება არ არის საკმარისი. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საჭირო სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ მიიღოს სრულად აღჭურვილ დაწესებულებაში. ჩვენ ასევე ვთხოვთ ბატონ სააკაშვილს, გაითვალისწინოს ექიმების რეკომენდაციები და დათანხმდეს მისთვის საჭირო მედიკამენტურ მკურნალობას. ცხადია, ეს ძალიან სენსიტიური და ემოციური ვითარებაა. მაგრამ ახლა პრიორიტეტი უნდა იყოს სააკაშვილის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა. მკაცრი რეკომენდაციაა ხელისუფლების მიმართ, უზრუნველყოს ის ფუნდამენტური სამედიცინო მომსახურება, რომელიც მას სჭირდება. მას უნდა მოეპყრან თანასწორად და ღირსების დაცვით ქართული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ნებისმიერ ქვეყანაში ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას პატიმრები ძალადობისგან, მათ შორის, ფსიქოლოგიური ძალადობისგან, უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება და სამედიცინო კეთილდღეობა". - განაცხადა კელი დეგნანმა.
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)