23:25 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-09 10:51:42, 543 ნახვა

პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან შეხვედრას ითხოვს

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის - ძალა ერთობაშიას" სახელის საპარლამენტო დეპუტაციის სახელით ვითხოვ შეხვედრას მინიჭებულ საქართველოს კანონმდებლობით იუსტიციის მინისტრთან.  - ამის შესახებ"ნაციონალური მოძრაობის" ერთ- ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძე იუსტიციის მინისტრისგან მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით განმარტებას ითხოვს.

"მე ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის - ძალა ერთობაშიას" სახელის საპარლამენტო დეპუტაციის სახელით ვითხოვ შეხვედრას მინიჭებულ საქართველოს კანონმდებლობით იუსტიციის მინისტრთან, ჩემს კოლეგებთან ერთად, რათა მან განგვიმარტოს, რაზეც მხოლოდ ტელევიზიით საუბრობს. ახლა გამოუფენია ამდენი პოლიციელი დამჯდარა იქ და დაცულად გრძნობს თავს. ჩვენთან შეხვედრის დროს მოყვეს არგუმენტები რატომ ხდება ის რომ იუსტიციის სამინისტრო და ხელისუფლება არღვევს  საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებულ ყველანაირ მუხლებს. რატომ ხდება რომ იუსტიციის სამინსიტროს ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული ყოველგვარი კანონის და კონსტიტუციის დარღვევით მოეტაცებინათ საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმარი, რომლის მიმართ განხორციელებული იქნა მათ შორის წამების და არაადამინური მოპყრობის ფაქტები. თუ აქვს გამბედაობა და სამთავრობო არხებით არ შეუძლია საუბარი თუ შეუძლია იყოს სახელმწიფოს წარმომადგენელი გამოვიდეს ან ჩვენ შევხვდებით შევალთ ჩვენ არ გვინდა არანაირი დაპირისპირება ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ და მხოლოდ მასთან შეხვედრას კანონით და კონსტიუციით გათვალისწინებულ უფლებას. " - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics