|
2021-11-08 14:58:42, 498 ნახვა
საზოგადოება
თემატური ტურების სახელმძღვანელოში ბათუმის 12 და ქობულეთის 5 ტური შევა
ბათუმისა და ქობულეთის ტურისტული ღირსშესანიშნაობები გიდების თემატური ტურების სახელმძღვანელოში განთავსდება. წიგნში, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით მუშავდება, პროფესიონალი გიდების მიერ დამუშავებული ბათუმის 12, ხოლო ქობულეთის 5 თემატური ტური განთავსდება. პროექტში ჩართულმა გიდებმა მათ მიერ დამუშავებული ბათუმის ტურის პრეზენტაცია გამართეს და სტუმრებს ძველ ბათუმში, ბულვარსა და ქალაქის ზღვისპირა ზოლში განთავსებული ისტორიულ-კულტურული, ასევე ტურისტული ღირსშესანიშნაობები გააცნეს. პროექტის მიხედვით გიდებმა ბათუმისა და ქობულეთის პრაქტიკულ ტურები შეიმუშავეს, რომელშიც ქალაქების ისტორიული, კულტურული, ეთნოგრაფიული, ძირითადი ღირსშესანიშნაობები, აქტივობები, ტრადიციები თუ ადგილები აისახა. ბათუმისა და ქობულეთის ტურების პრაქტიკული სახელმძღვანელოს შემუშავების პროცესში 20-მდე პრაქტიკოსი გიდი და დარგის სპეციალისტია ჩართული. სამენოვანი წიგნი ბათუმსა და ქობულეთში არსებული და ახალი, საინტერესო თემატიკის ტურებით, თავისი ელექტრონული რუკებით, მარშრუტზე არსებული ტურისტული ღირსშესანიშნაობების ფოტოებითა და ინფორმაციებით წლის ბოლოსთვის გამოიცემა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)