|
2021-11-08 11:18:27, 553 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მთავრობა მზადაა, კონსტრუქციულ რეჟიმში ითანამშრომლოს ოპოზიციასთან
პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მთავრობა მზად არის, კონსტრუქციულ რეჟიმში ითანამშრომლოს ოპოზიციასთან. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თუ ოპოზიციას სურს საქმეზე დებატები, ამის ადგილი არის პარლამენტი. „დადგა დრო საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესები არ დაავაყენოთ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა. ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს ჩვენი ხალხის, სახელმწიფოს ინტერესები და არა ვიწროპარტიული ინტერესები. ამიტომ თუ ოპოზიციას სურს საქმეზე დებატები, რეალური დებატების გამართვა, ამის ადგილი არის პარლამენტი. ჩვენ, მინისტრთა კაბინეტი, მთავრობა ვართ მზად, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთანაც, ვინაიდან ეს არის ჩვენი საერთო ქვეყანა, ჩვენი გამარჯვება არის ჩვენი საერთო გამარჯვება,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)