|
2021-11-08 10:51:37, 556 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - ვინც სამედიცინო სფეროშია, განგაშის ზარს სცემს, ყურად უნდა იღონ, სიცოცხლესთან თამაში არ შეიძლება
ამ წუთებში რუსთავის ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ადვოკატები ხვდებიან. როგორც ექსპრეზიდენტის ადვოკატი აცხადებს, სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილი დროულად უნდა გადაიყვანონ, რადგან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები განაგშის ზარს სცემენ. "ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს დროულად, კრიტიკულ მდგომარეობას აღარ უნდა დაელოდოს და მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანოს სამოქალაქო კლინიკაში, ამას ითხოვს უბრალოდ ელემენტარული ადამიანურობა. აქ არ არის დრო რაღაც პოლიტიკური ბოღმის ნთხევის, რასაც ხელისუფლება ამდენი ხანის მანძილზე აკეთებდა. ჩვენ მოვისმინეთ პროფესიონალის განცხადება რომ დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ სააკასვილი სამოქალაქო კლინიკაში. პენიტენციური სამსახურის ექიმები თუ ალტერნატიული კონსილიუმის წევრები ვინც კი სამედიცინო სფეროშია ყველა განაგშის ზარს სცემს, ეს არ არის ჩვენი ინტერპრეტაცია ეს არის ფაქტი. ხელისფუფლებამ ეს ყურად უნდა იღოს არცერთ ადამიანთან დაკავშირებით სიცოცხლეთან თამაში არ შეიძლება", - თქვა ბექა ბასილაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)