|
2021-11-07 22:40:05, 577 ნახვა
პოლიტიკა
მელია - ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა – გელოდებით ხვალ თავისუფლების მოედანზე
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ მთავრობისთვის მიცემული 24-საათიან ულტიმატუმის ვადა ამოიწურა — ექსპრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში არ გადაუყვანიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალ თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართება. "ჩვენი ბრძოლა არის საბოლოო და გადამწყვეტი. ჩვენ სხვა უფლება გარდა გამარჯვებისა აღარ გვაქვს - ყველა ხაზი გადალახულია და არის რისკი იმისა, რომ ავტორიტარულ ბანანის რესპუბლიკას დავემსგავსოთ, რომელიც სიღარიბეში იხრჩობა და რუსეთის უბრალო ვასალი და ნების შემსრულებელია! ეს ყველაფერი ხდება ჩვენს თვალწინ. ჩვენ ვიბრძვით მოპარული არჩევნების და მიტაცებული სახელმწიფოს დასაბრუნებლად! და ეს ბრძოლაც არის საყოველთაო, არა ერთპარტიული, არამედ ყველა პატიოსანი მოქალაქის საქმეა! ჩვენ ვიბრძვით ჩვენი მომავალი თაობების შანსისთვის ბავშვობიდან არ იზრდებოდნენ დაპირისპირების, მტრობის, სიძულვილის გარემოში. არამედ სხვადასხვა შეხედულებების და გემოვნების ადამიანებს გვქონდეს საშუალება თანამშრომლობის, მეგობრობის, შიშის გარეშე ცხოვრების. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ბოლობოლო, 30 წლის თავზე აღარ გვისმენდენ, არ გვატერორებდნენ, ხმის მიცემას არ გვაიძულებდნენ, გაღარიბებულ ადამიანებს ორ გროშად არ ქრთამავდნენ. ჟურნალისტებს არ კლავდნენ ველურები შუაგულ თბილისში, ევროპის დროშებს არ წვავდნენ. ჩვენ ვიბრძვით თუნდაც იმისთვის, რომ 4 შვილის დედას ელენე ხოშტარიას არ უწევდეს შიმშილობა, რომ გადაგიჟებულ ხელისუფალს აუხსნას, რომ მკურნალობის უფლება ყველას აქვს. და ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე ამ ყველაფრისთვის. ჩვენ ვიბრძვით, რომ საქართველო დასავლური ოჯახის ღირსეული წევრი იყოს და არ ჩაიგდოს ხელში რუსეთმა! ჩვენ ვიბრძვით, რომ სასამართლო არ იყოს მონათა კლანი! რომ ყოველ დღე არ გარბოდნენ ქვეყნიდან ახალგაზრდები! ყოველდღე ვიღაც არ კარგავდეს სამსახურს!" - განაცხადა ნიკა მელიამ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)