|
2021-11-07 22:38:18, 668 ნახვა
პოლიტიკა
უცნობს უნდა, ველოსიპედის ძეგლს ერთი რული მოხსნან
გია გაჩეჩილაძემ, ე.წ. უცნობმა პირველი რესპუბლიკის მოედანზე მდებარე ველოსიპედის ძეგლი დაიწუნა და გამოვიდა იდეით, რომ ერთი საჭე მოხსნან. მისი აზრით, ეს ველოსიპედი ენმ-ს სიმბოლოა, რადგან ორივე მხრიდან საჭე აქვს და ვერსად მიდის. "ხომ იცით, სიმბოლოებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ზუსტად გამოხატავს ეს ველოსიპედი მათ მმართველობას და მათი მმართველობის სიმბოლოა. მე გთხოვთ, ისევე, როგორც წინაზე გთხოვეთ ღირსების დღის დაფუძნებასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაშიც თუ ველოსიპედს არ გავიტანთ აქედან, ერთი რული მაინც მოხსენით თქვე მამაცხონებულებო, რომ წინ მაინც წავიდეთ, წინ. ერთი რული მოვხსნათ იმიტომ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სიმბოლოებს, ძალიან დიდი", — განაცხადა მან. მანამდე გაჩეჩილაძემ კიდევ ერთი სიმბოლო, სააკაშვილის მხარდასაჭერად შექმნილი დროშა FREE მიშა (თავისუფლება მიშას) გააკრიტიკა. მოშიმშილე პრეზიდენტზე საუბრისას, მან ირონიულად აღნიშნა, რომ ეს წარწერა პერპენდიკულარულად იკითხება, როგორც "ფრი მშია".
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)