|
2021-11-07 16:21:17, 618 ნახვა
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - ის, რომ სააკაშვილის სიცოცხლე ნორმაშია, ოპოზიციისთვის ნეგატიური აღმოჩნდა
„ქართული ოცნების“ დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას შიმშილობის საფუძველი არ არსებობს, რადგან ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია. "ელენე ხოშტარიას შიმშილობის მოთხოვნის საფუძველი უკვე არ არსებობს. სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები არის ნორმაში, რაც ტრაგიკომედიაა, მაგრამ ჩვენთვის არის პოზიტიური ინფორმაცია, სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციისთვის ეს აღმოჩნდა ნეგატიური ინფორმაცია. ის იღებს ისეთ დანამატებს, კვების ისეთ რაციონს, რომელიც არ ემუქრება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას" ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი. ცნობისთვის, მე-5 დღეა, რაც ელენე ხოშტარია პარლამენტში შიმშილობს. მისი თქმით, იშიმშილებს მანამ, სანამ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)