|
2021-11-07 11:31:04, 643 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - მე-5 დღე იწყება, რაც წყალზე ვარ, ერთი წამიც კი არ ყოფილა, რომ შიმშილს შევეწუხებინე
არაფერი არ მაწუხებს. განწყობა მაქვს ძალიან მშვიდი და მყარი,- პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში მისი ჯანმრთელობის მდგოამრეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ხოშტარიას თქმით, ექიმი ყოველდღე ამოწმებს და ყველა მაჩვენებელი ნორმაში აქვს. "ვისთანაც პირადი კონტაქტი არ მაქვს და შეიძლება აინტერესებდეს: • მე-5 დღე იწყება, რაც წყალზე ვარ (უშაქრო ყავასაც ვსვამ) • ყოველდღე მოდის ექიმი • ხვალიდან ანალიზებსაც ავიღებ უკვე • ყველა მაჩვენებელი ნორმაში მაქვს • ერთი წამიც კი არ ყოფილა, რომ შიმშილს შევეწუხებინე • არაფერი არ მაწუხებს. განწყობა მაქვს ძალიან მშვიდი და მყარი აბსოლუტურად არ მანერვიულებს არც ოცნების წევრების, არც ტროლების ქილიკი, ამიტომ არც თქვენ შეყვეთ ჩხუბში როგორც კი მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხე მოიხსნება, ცხადია, შევწყვეტ შიმშილობას. მანამდე შანსი არაა! შიმშილის ერთ-ერთი მიზეზი მძიმე დაპირისპირების თავიდან აცილებაა, რაც კლინიკაში გადაყვანით განეიტრალდება. ამიტომ, ვინც ანგარიშს მიწევს, გთხოვთ მოუფრთხილდით ერთმანეთის ნერვებს და საერთო ისტერიაში არ შევიდეთ"- წერს ხოშტარია. ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა პარლამენტის შენობაში რამდენიმე დღის წინ დაიწყო. მისი თქმით, შეწყვეტას არ აპირებს მანამ, სანამ ყოფილი პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)