02:49 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-06 19:50:43, 583 ნახვა

პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - მიხეილ სააკაშვილს, მივცეთ პირობა, რომ პუტინის პირადი პატიმარი არ იჯდება ქართულ ციხეში!

საქართველო ყოველთვის ებრძოდა ტირანიებს, რომლებიც ცდილობდნენ მისთვის თავისუფლება შეეზღუდათ. დღეს ჩვენ გვართმევენ ყველაზე ძვირფასს - თავისუფლებას! ჩვენ ვართ თავისუფლებისმოყვარე ერი ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა, რუსთვის ციხესთან შეკრები მოქალაქეებს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი  ყველაზე თავისუფალ პატიმარია და,  რომ  ის პუტინის პირადი პატიმარი არ იჯდება ქართულ ციხეში.

„დღეს, თითოეული ჩვენგანი ვართ ამ ქვეყნის ჯარისკაცები. თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, რომ ვიდგეთ იქ, სადაც ისტორიის ნათელი მხარეა. ისტორიის ნათელი მხარე არის აქ, იქნება თბილისში, იქნება ზუგდიდში, იქნება ბათუმში, ყველგან, სადაც პროტესტის ხმა ისმის იმიტომ, რომ დღეს არ არის დრო ტელევიზორთან ვისხდეთ და ისე ვუყურებდეთ მოვლენებს რა ხდება ქვეყანაში. არჩევნები წაგვართვეს, ქვეყანას გვართმევენ, მესამე პრეზიდენტს გვართმევენ - დავთმობთ ჩვენ ამ ყველაფერს...თითოეული ადამიანი უნდა გამოვიდეს გარეთ, უნდა დავუმტკიცოთ ერთმანეთს, რომ ამ ქვეყნის შვილები ვართ, რომ ძარღვებში სისხლი გვიჩქეფს. საქართველო ყოველთვის ებრძოდა ტირანიებს, რომლებიც ცდილობდნენ მისთვის თავისუფლება შეეზღუდათ. დღეს ჩვენ გვართმევენ ყველაზე ძვირფასს - თავისუფლებას! ჩვენ ვართ თავისუფლებისმოყვარე ერი. გაუმარჯოს თავისუფლებას! გაუმარჯოს მიხეილ სააკაშვილს ერთმანეთს და ყველაზე თავისუფალ პატიმარს მივცეთ პირობა, რომ პუტინის პირადი პატიმარი არ იჯდება ქართულ ციხეში, ის აუცილებლად გათავისუფლდება. ჩვენ ერთად გამოვიყვანთ ქვეყანას სინელიდან, რომელშიც ივანიშვილმა ჩააგდო. თავისუფლება მიშას! რიგგარეშე არჩევნები   “ - განაცხადა უდუმაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics