12:52 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-06 15:05:50, 842 ნახვა

ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - EUROCONTROL-ის წევრ სახელმწიფოებს შორის, საქართველოში, 2019 წელთან შედარებით, აფრენა-დაფრენების რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა

საჰაერო მიმოსვლის აღდგენის დინამიკით საქართველოს, EUROCONTROL-ის წევრ სახელმწიფოებს შორის, ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია. საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპულმა ორგანიზაციამ ევროპის საჰაერო სივრცეში განხორციელებული ფრენების ახალი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის 4 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საჰაერო მიმოსვლის არსებული მაჩვენებლები 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს 3%-ით აღემატება. აღსანიშნავია, რომ 2019 წელთან შედარებით, აფრენა-დაფრენების რაოდენობის ზრდა მხოლოდ ოთხ ქვეყანაში ფიქსირდება. ესენია: ბოსნია და ჰერცეგოვინა, ალბანეთი, სომხეთი და საქართველო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სასიხარულოა, რომ სამოქალაქო ავიაციის აღდგენის ტემპის დინამიკით საქართველო სულ უფრო და უფრო ხდება საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების თვალსაწიერში. „ეს არის შედეგი იმ გაწეული შრომისა, რომელსაც ჩვენი გუნდი, კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით, ვახორციელებთ, რათა გაზრდილიყო ფრენების სიხშირეები და საქართველოს ავიაბაზარზე დაბრუნებილიყვნენ ის ავიაკომპანიები, რომლებიც პანდემიამდე ოპერირებდნენ და ასევე შემოგვეყვანა ახლებიც. ყოველივე ამან მოგვცა ის შედეგი, რომლითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ და ამასვე აღნიშნავენ საერთაშორისო ორგანიზაციები, როდესაც ყურადღებას საქართველოს წარმატებულ მაგალითზე ამახვილებენ," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.  

EUROCONTROL-ის მონაცემებით, ფრენების აღდგენის აღნიშნული დინამიკით, საქართველო უსწრებს 37 წევრ სახელმწიფოს, მათ შორის ესპანეთს, საფრანგეთს, იტალიას, გერმანიას, საბერძნეთს, თურქეთს და ა.შ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics