04:30 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-06 13:07:45, 572 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია – რამდენიმე დეპუტატმა შემოიარა მოსაკითხად, ადამიანურად სასიამოვნოა, როცა ზიზღის ნაცვლად მსგავსი საქციელია

პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ აგრძელებს შიმშილობას მანამ, სანამ არ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საფრთხე არ მოიხსნება.

როგორც ხოშტარიამ განაცხადა, ის პარლამენტში უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა მოინახულა, რაც მისივე თქმით, ადამიანურად ძალიან სასიამოვნოა.

"ვაგრძელებ შიმშილობას, სანამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საფრთხე არ მოიხსნება და კონკრეტულად ამას სჭირდება, როგორც ექიმები ამბობენ, მულტიფუნქციურ კლინიკაში მისი გადაყვანა და რა თქმა უნდა, არა თუ უკან დახევას არ ვაპირებ, თუ ძალიან დიდი ხანი გაგრძელდა ეს პროცესი და კიდევ უფრო დამძიმდება მიხეილ სააკაშვილი, ასევე, ვფიქრობ ფორმების გამწვავებას, ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მყისიერად იქნება საფრთხე, თუ ხელისუფლება არ გადადგამს ნაბიჯებს.

რამდენიმე დეპუტატმა შემოიარა მოსაკითხად, არ მინდა საჯაროდ დავასახელო, არ შევუქმი დისკომფორტს და, რა თქმა უნდა, მაინც ადამიანურად სასიამოვნოა, როდესაც ზიზღის ნაცვლად მსგავსი საქციელია,“- განაცხადა ხოშტარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics