|
2021-11-05 21:13:06, 682 ნახვა
პოლიტიკა
GDI - ქვეყნის პარტნიორების მიმართ მსგავსი რიტორიკის გამოყენება დამაზიანებელია ქვეყნისა და სასამართლო სისტემის იმიჯისათვის
"საქარველოს დემოკრტიის ინსტიტუტი" ეხმიანება საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ გაკეთებულ განცხადებას. როგორც GDI განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზაცია მიიჩნევს რომ ადგილობრივი ორგანიზაციებისა და ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პარტნიორების საფუძვლიანი და არგუმენტირებული კრიტიკის საპასუხოდ, მსგავსი რიტორიკის გამოყენება ადასტურებს სასამართლოში კლანის არსებობას და კლანურ მმართველობას, რომლის მთავარი ამოცანაც, გავლენების შენარჩუნება და არა პოლიტიკურად ნეიტრალური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა წარმოადგენს.
"განცხადებაში პარტნიორების მიერ გამოთქმული კრიტიკა შეფასებულია როგორც აშკარად გადაჭარბებული, დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივი. უფრო მეტიც, ისინი განცხადების ავტორებს დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენციის დარღვევაშიც კი ადანაშაულებენ. მსგავსი შეფასებები ნათლად მიუთითებს განცხადების ავტორთა კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების ნაკლებობაზე. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ განცხადების გავრცელებიდან მალევე, მოსამართლეთა ნაწილმა, სოციალური ქსელების გამოყენებით ღიად დააფიქსირა განსხვავებული პოზიცია და გაემიჯნა განცხადებაში ჩამოყალიბებულ შეხედულებებს. განსხვავებული აზრის ავტორთა შორის არიან როგორც საქალაქო/რაიონული, ასევე სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, რომლებიც დადებითად აფასებენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების წვლილს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნისკენ სწრაფვაში. საქართველოს სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ღრმა კრიზისის ფონზე, ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ გავრცელებული განცხადება, კიდევ ერთხელ ადასტურებს სასამართლოს ფუნდამენტური და არსებითი რეფორმის საჭიროებას. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსამართლეთა შორის კრიტიკული აზრის არსებობა, რამაც არსებითად უნდა შეუწყოს ხელი სასამართლო ხელისფლების გაჯანსაღების პროცესის დაწყებას." - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)