|
2021-11-05 19:51:57, 559 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია სააკაშვილზე - პირდაპირ გეუბნებით, არ არის დამაიმედებელი სიტუაცია
ფიზიკურად ფეხზე დგას და მინდა, გითხრათ ესეც უჭირს და დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, მართლა ყანყალებს ადამიანი ფეხზე რომ დგას და დაჰყვება ბევრად მეტი ბადრაგი, რომ გზაში არ წაიქცეს. - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. მან მოუწოდა მასთან შემსვლელებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გზავნილები არ წაიკითხონ, რადგან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს უზუსტობებს, ვინაიდან ექსპრეზიდენტის ფიზიკური და ფსიქიკური მდგომრეობა არ არის სტაბილური. "მე არ წავიკითხავ ახლა განცხადებას, ძალიან მოკლედ ვიტყვი ერთადერთი, რომ მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა, რომ განმეცხადებინა, რომ ის არ იღებს მონაწილეობას აქციების დაგეგმვაში, მენეჯმენტში და ა.შ. ის არის ციხეში, მისი შესაძლებლობები შეზღუდულია, მას შეუძლია გაამხნევოს ადამიანები და მოუწოდოს იქითკენ, რომ იაქტიურონ და დიახ, მოუწოდებს, რომ ექვსში ძალიან მოხარული იქნება თუ ბევრი ადამიანის ხმას გაიგებს და ეს მისთვის ენერგიაა. ეს ხვალინდელ აქციაზე ვსაუბრობ. რაც შეეხება აქციების ლოჯისტიკას, დაგეგმვას და ა.შ. იგი მთლიანად ენდობა იმ მრავალპარტიულ პლატფორმას და აქტივისტებს რომლებიც ამას აკეთებენ და აკეთებენ მისი შეხედულებით ძალიან კარგად. ადამიანი არის მძიმე მდგომარეობაში, იმ სერიოზულ კვალს რომელიც მის ფსისქაკას და ჯანმრთელობას აქვს. ის, რომ ის ფიზიკურად ფეხზე დგას და მინდა, გითხრათ ესეც უჭირს და დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, მართლა ყანყალებს ადამიანი ფეხზე რომ დგას და დაჰყვება ბევრად მეტი ბადრაგი, რომ გზაში არ წაიქცეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი ბოლომდე ფსიქოლოგიურად და გონებრივად აკონტროლებს სიტუაციას. აღარ არის მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობაში. გთხოვთ, ამას ანგარიში გავუწიოთ ყველამ. მიშა არასდროს არ იტყვის, რომ ის ცუდად არის და უშველონ. ძალიან გთხოვთ, ანალიზებით და კალციუმის რაოდენობით და ა.შ. ნუ ვიმსჯელებთ, ვისაუბროთ იმაზე, რასაც ვხედავთ და მე პირადად კარგს არაფერს აღარ ვხედავ აქ. ძალიან მძიმე სიტუაციაა. არ არის დამაიმედებელი სიტუაცია პირდაპირ გეუბნებით. მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, კვლავ, ვითარება არის უკიდურესად მძიმე, მოსალოდნელი არის კოლაფსი, როგორც თვითონ მითხრა სააკაშვილმა, ძალიან ცოტა დრო დარჩა მისი შეგრძნებით. მე ვამბობ, რასაც მეუბნება პატიმარი, როგორ გრძნობს თავს იმასთან დაკავშირებით, ის არ გრძნობს თავს კარგად და ელოდება კოლაფსს, კოლაფსის შემდეგ რა მოხდება ეს არავინ არ იცის. რეალურად ეს ნიშნავს სიკვდილისთვის გაწირვას თუ ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება ელოდება, როდის მოხდება კოლაფსი, ეს კაცი გადარჩენილი უნდა იყოს მანამდე. ფიზიოლოგიური გადარჩენა არ არის მხოლოდ ჩვენი ამოცანა, არამედ მისი ფსიქიკის გადარჩენაც, - განაცხადა ნიკა გვარამია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)