|
2021-11-05 16:48:22, 840 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის ომბუდსმენი - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ, პრეზიდენტი სრულად ინფორმირებულია
პრეზიდენტი სრულად ინფორმირებულია, რა მდგომარეობაში იმყოფება სააკაშვილი. - ამის შესახებ უკრაინელმა ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ ტელეკომპანია " ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა. როგორც სახალხო დამცველი ამბობს, უკარინაში უკვე ჩატარდა შესაბამისი სხდომა, რათა მიემართათ ქართული მხარისთვის, რათა სააკაშვილა გაეწიოს სათანადო სამედიცინო დახმარება და უკრაინელ ექიმებს მიეცეთ მასთან შესვლის შესაძლებლობა. "გუშინ დიდი სხდომა ჩატარდა და მიღებულ იქნა შესაბამისი ზომები იმისთვის, რათა მიემართათ საქართველოს მხარისთვის. მოთხოვნაა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, გაუწიონ სამედიცინო დახმარება სააკაშვილს. პირველი აუცილებლად საჭიროა საავადმყოფოში გადაიყვანონ სააკაშვილი, სადაც არ იქნება საფრთხე მისი ჯანმრთელობისთვის, მისი ფიზიკური განადგურების და სადაც იქნება შესაძლებლობა ყოველგვარი სამედიცინო დახმარების მიწოდების. მეორე - მიეცეთ ჩამოსვლის საშუალება უკრაინელ ექიმებს და მიეცეთ სააკაშვილის გამოკვლევის, აუცილებელი დასკვნის გამოტანის საშუალება, რა მდგომარეობაში იმყოფება სააკაშვილი და რა დახმარება ესაჭიროება", - თქვა დენისოვამ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)