|
2021-11-05 13:03:01, 786 ნახვა
ეკონომიკა
FAO: სურსათის ფასები რეკორდულ ნიშნულზეა
გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის ხუთი ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი და ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს - ოქტომბერში 3,9%-ით გაიზარდა და 133,2 ქულა შეადგინა. ფასების მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულზეა და 2011 წლის ივლისის ფასებს გადააჭარბა. ოქტომბრის თვეში, FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსმა, საერთო ჯამში, 3,2%-ით მოიმატა. ხორბლის ფასი საერთაშორისო ბაზრებზე 5%-ით გაიზარდა, ამავდროულად, მოსავლის კლების გამო, მცირდება პროდუქტის შემოთავაზება მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნებიდან, როგორიცაა კანადა, რუსეთის ფედერაცია და აშშ. სხვა მარცვლეული კულტურების ფასიც, წინა თვესთან შედარებით მომატებულია. მცენარეული ზეთის ფასები, წინა თვესთან შედარებით, 9,6%-ით გაიზარდა და ისტორიულად რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ფასის ზრდა პალმის, სოიოს, მზუსუმზირის და რაფსის ზეთის გაძვირების ხარჯზე მოხდა. პალმის ზეთის ფასი უკვე მეოთხე თვეა იზრდება. მალაიზიაში ზეთის წარმოების კლებაზე გავლენას ახდენს მიგრანტთა სამუშაო ძალის ნაკლებობა. 2,6%-ით მოიმატა რძის პროდუქტების ფასის ინდექსმა, რაც განპირობებულია კარაქზე, რძის ფხვნილსა და საღ რძეზე მდგრადი მოთხოვნით. რძისგან განსხვავებით, ყველის ფასი, საერთო ჯამში, იმავე ნიშნულზე დარჩა, რადგან მიწოდებამ საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნა დააკმაყოფილა. სექტემბრის თვესთან შედარებით, ხორცის ფასის ინდექსი შემცირდა და 0,7% შეადგინა. ჩინეთის მხრიდან ღორის ხორცის შესყიდვამ და ბრაზილიის საქონლის ხორცის გაიაფებამ ამ მაჩვენებლის კლება განაპირობა. ფრინველის და ცხვრის ხორცის ფასმა მოიმატა, დიდი საერთაშორისო მოთხოვნის და წარმოების შემცირებული მოლოდინების გამო. 1,8%-ით შემცირებულია FAO-ს შაქრის ფასების ინდექსი, ეს ამ ინდექსის პირველი შემცირებაა ექვსთვიანი მდგრადი ზრდის ფონზე. ტენდენციის შეცვლა განაპირობა საერთაშორისო მოთხოვნის შემცირებამ, ინდოეთისა და ტაილანდის წარმოების უკეთესმა პერსპექტივამ და აშშ დოლართან მიმართებაში ბრაზილიური რეალის კურსის გაუფასურებამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)