|
2021-11-04 17:01:16, 662 ნახვა
საზოგადოება
კასპში მიკრორაიონის დასახლებაში დასასვენებელი სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
კასპში მიკრორაიონის დასახლებაში დასასვენებელი სკვერის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ ადგილზე დათვალიერა. - ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელბს. მიკრორაიონის დასახლებაში, სადაც მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინებია განთავსებული, დასასვენებელი და გასართობი სივრცე არ არსებობს. მუნიციპალიტეტის მერიამ ახალგაზრდებისთვის მიცემული პირობა შეასრულა და სკვერის მშენებლობა დაიწყო. შემოიღობა სკვერის ტერიტორია, მოეწყო ბორდიურები, სასმელი წყლის ონკანები. დასასვენებელი სივრცის მოწყობა 2091,8 კვადრატულ მეტრზე ხორციელდება. სკვერში განთავსდება დასაჯდომი სკამები, საფეხმავლოები, საბავშვო ატრაქციონები, ღამის ლამპიონები, 2 სასმელი წყლის ონკანი და დაირგვება ხეები. ჩვენი მიზანი მწვანე და გასართობი სივრცის მოწყობაა ქალაქსა და სოფლებში. წელს დავგემეთ მიკრორაიონში, სოფელ ხოვლესა და თელიანში გიორგი მაზნიაშვილის სახელობის სკვერების მოწყობა. მომავალ წელს კი სხვა ლოკაციებზე გავაგრძელებთ დასასვენებელი სივრცეების მოწყობას - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)