|
2021-11-04 16:45:59, 707 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - ვაგრძელებ შიმშილობას, პროტესტის ეს ფორმა მშვიდობიანია, არ ვაპირებ ვინმეს მუშაობაში ხელის შეშლას
მინდა ვთქვა „ქართული ოცნების“ გასაგებად, არ ვაპირებ არც სხდომების, კომიტეტების ან ვინმეს მუშაობაში ხელის შეშლას, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდრმა, ელენე ხოშტარიამ საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა, სადაც მან გუშინ შიმშილობა გამოაცხადა. ხოშტარიას თქმით, ის გააგრძელებს შიმშილობას მანამ, სანამ პრეზიდენტ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში და არ იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გარანტიები. „აბსოლუტურად მშვიდად ვაგრძელებ პროტესტს. ერთი რამ მინდა, ვთქვა, მათ შორის, „ქართული ოცნების“ გასაგებად, მე ვარ პარლამენტში, ეს პროტესტის ფორმა არის აბსოლუტურად მშვიდობიანი. არ ვაპირებ არც სხდომების, კომიტეტების ან ვინმეს მუშაობაში ხელის შეშლას. არა იმიტომ, რომ ეს არ მიქნია არასდროს, არამედ იმიტომ, რომ მიმაჩნია, მშვიდობიანი პროტესტის ფორმა არის მნიშვნელოვანი და არავის ვეჯინები. კონტაქტი არავის ჰქონია უმრავლესობიდან, ოპოზიციური პარტიები ყველანი კონტაქტზე არიან. დღეს შემეხმიანა ამერიკის საელჩო, გავაცანი ჩემი მოთხოვნები. ხან „ლელოში“ ვიქნები, ხან „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციაში. შეთავაზებები ბევრი ფრაქციიდან მაქვს, მაგრამ პარლამენტიდან ფეხს არ გავადგამ. მოვისმინე, რომ რამდენიმე ადამიანი გეგმავს, შემომიერთდეს, ერთია ირაკლი გოგუაძე, რომელმაც დაწერა. არავითარი სურვილი და მოლოდინი არ მაქვს, სხვებმაც მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება. ეს არის არასასურველი ფორმა, მათ შორის ჩემთვისაც. არ არის სასურველი, ადამიანებმა ეს გადაწყვეტილება მიიღონ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)