06:07 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-03 21:55:12, 1077 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ჩემი პოზიცია სააკაშვილის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია, არა და არასდროს!

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ექს-პრეზიდენტის შეწყალებასთან დაკავშირებით მისი პოზიცია მყარი და უცვლელია, ის მას არასდროს შეიწყალებს..

აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ათონელის რეზიდენციაში გამართულ საგანგებო ბრიგინგზე განაცხადა.

"ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია - არა და არასდროს! ყოფილი პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშულობის მსხვერპლია, ის არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს, ის არის ნაბაყოფლობით და არალეგალური გზით ქვეყანაში შემოღწეული მსჯავრდებული, რომლის შემოსვლა მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას. ამის მიუხედავად და გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესისა, ის უნდა იყოს მიჩნეული განსაკუთრებულ პატიმრად და ეს მოითხოვს პენიტენციური ადმინისტრაციისგან და ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას. ყველა ზომების მიღებას, რათა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციის მიზნით", - განაცხადა ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics