06:07 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-03 19:54:02, 1026 ნახვა

პოლიტიკა
გორდონი პრემიერის განცხადებაზე - მან თქვა თავს თუ მოიკლავ კისერიც გიტეხია და სახელმწიფო წინააღმდეგი არ იქნება

საქართველოს პრემიერმა საერთოდ განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს თვითმკვლელობის უფლება, მან რა თქმა უნდა, სააკაშვილი იგულისხმა, ანუ თავს თუ მოიკლავ კისერიც გიტეხია და სახელმწიფო წინააღმდეგი არ იქნება. ამის შესახებ უკრაინელმ ჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ კომენტირებისს,  უკრაინის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშილმა 20 კილოგრამი დაიკლო.

"სააკაშვილის მდგომარეობა, მინუს 20 კილოგრამი, მეტყველება შეფერხებულია, მოძრაობა ნელი, კარგი განწყობა აქვს, მხნედ არის, მაგრამ როგორც ვიცი, უკიდურესად ცუდი მდგომარეობაა, ეს გამოიხატება სააკაშვილის მიმართ ციხის მცველების საშინელ დამოკიდებულებაშიც. 

საქართველოს პრემიერმა საერთოდ განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს თვითმკვლელობის უფლება, მან რა თქმა უნდა, სააკაშვილი იგულისხმა, ანუ თავს თუ მოიკლავ კისერიც გიტეხია და სახელმწიფო წინააღმდეგი არ იქნება.

როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში პრემიერმინისტრმა თავს ამის თქმის უფლება მისცეს, რა სიველურეა ეს",-განაცხადა დიმიტრი გორდონმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე 34-ე დღეა საკანში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ  "კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება, თუ ადამიანი გადაწყვეტს რომ თავი მოიკლას, შეუძლია მოიკლას, მაგრამ ამაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას".

 რაც შეეხება გორდონს, იგი 27 ოქტომბერს ქვეყანაში არ შემოუშვეს  და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მეუღლესთან ერთად უკან სამშობლოში დაადეპორტეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics