|
2021-11-03 15:43:13, 899 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი დიდი ხანიც იცოცხლებს და კარგადაც იქნება
მე დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი დიდი ხანიც იცოცხლებს და კარგადაც იქნება - ეს ასეც უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში არც ვიფიქრებდი მსგავსი სიტყვების თქმას. ამის საფუძველს მე ისიც მაძლევს, რომ დღეს ის კარგად არის. 40 დღე ადამიანი რომ იშიმშილებს და კარგად იქნება, ესე იგი სხვა რაღაცაშია საქმე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილი იმ პარტიის ლიდერია, რომელის დროსაც ადამიანები კვდებოდნენ მათი შეკვეთით, ქალებსა და კაცებს აუპატიურებდნენ მათი შეკვეთით. „მე დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი დიდი ხანიც იცოცხლებს და კარგადაც იქნება - ეს ასეც უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში არც ვიფიქრებდი მსგავსი სიტყვების თქმას. ამის საფუძველს მე ისიც მაძლევს, რომ დღეს ის კარგად არის. 40 დღე ადამიანი რომ იშიმშილებს და კარგად იქნება, ესე იგი სხვა რაღაცაშია საქმე. რაც შეეხება ლექსიკას, მეორე მხრიდან მოდის ზიზღისა და სიძულვილის ენა, ტყუილები, ყოველდღიური ამორალური „ფეიკები“, ხოლო თქვენ მოგვიწოდებთ, რომ სიყვარულით ვილაპარაკოთ ჯალათური რეჟიმის შემოქმედებზე. ადამიანები მაშინ კვდებოდნენ მათი შეკვეთით, ქალებსა და კაცებს აუპატიურებდნენ მათი შეკვეთით, ეს კადრები ხომ ყველას ნანახი აქვს? ახლა მოგვიწოდებთ, რომ პატივისცემით ვილაპარაკოთ ამის შემოქმედებზე? ასე არ გამოვა, მაგრამ ვილაპარაკებთ სიმართლეს და გთხოვთ, ნუ იკადრებთ და ამას პირიქით ნუ შეატრიალებთ“, - განაცხადა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)