09:40 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-03 10:39:49, 291 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილი 26 კოოპერაციული საწარმოს მიერ, მიმდინარე წელს, 3,000 ტონა ყურძენი გადამუშავდა

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა სახელმწიფომ 2013 წლიდან დაიწყო; პროგრამები მოიცავს სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის მხარდაჭერას; მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის მიმართულებით გაცემული თანადაფინანსება 12,4 მლნ ლარს აჭარბებს”, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა, რომელიც,  კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან,  ლევან ლილუაშვილთან ერთად, „მეღვინეობა ბახტრიონის“ კოოპერაციულ საწარმოში იმყოფებოდა.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „მეღვინეობა ბახტრიონი“ ყურძნის გადამმუშავებელი საწარმო ახმეტის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ამოქმედდა. „მეღვინეობა ბახტრიონი“  20 მეპაიეს აერთიანებს;  კოოპერატივის წევრთა მფლობელობაში 21 ჰექტარი ვენახია.  ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოს შესაქმნელად, ჯამში, 1 მლნ  ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 500,000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია. კოოპერაციული საწარმოში, წელს  პირველად,  100 ტონა ყურძენი გადამუშავდა.

როგორც ილია თამარაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილი 26 კოოპერაციული საწარმოს  მიერ, მიმდინარე წელს, 3,000 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა.

კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, ლევან ლილუაშვილის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამები მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა რეგიონის ეკონომიკური გაძლიერებისთვის.  

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics