06:07 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-02 21:37:08, 688 ნახვა

პოლიტიკა
იოსებ ხახალეიშვილი - აუცილებლად გავაგრძელებთ ფასადების რეაბილიტაციის პროგრამას ქალაქის იერ-სახის შესანარჩუნებლად

ქუთაისის მერის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქალაქში გზების და ტროტუარების მოწესრიგება გრძელდება.-  ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ხახალეიშვილმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ლაივ-ჩართვისას განაცხადა, წლის ბოლომდე რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდება.

"წერეთლის ქუჩა უკვე გავლადი და დასრულებულია. მიმდინარეობს ტროტუარების მოწესრიგება. აღმაშენებლის გამზირზე 24 საათიან რეჟიმში მუშაობა არ შეჩერებულა. უკვე ჩაიდო ძირითადი მიწისქვეშა საკომუნიკაციო საშუალებები, ის, რამაც  გაახანგრძლივა რეაბილიტაციის პროცესი. წლის ბოლომდე ორივე მხარე იქნება დასრულებული. რეგიონული განვითარების ფონდის პროექტების ფარგლებში გაკეთდა შანიძის აღმართი, ცხინვალის და ხორავას ქუჩები. მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება მელიქიშვილის ქუჩა, სადაც სანიაღვრე სისტემების მიერთებაც ხდება. შემსრულებლებისგან "სიურპროზებს" არ ველით არც გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზეც. აუცილებლად გავაგრძელებთ ფასადების რეაბილიტაციის პროგრამას ქალაქის იერ-სახის შესანარჩუნებლად", - განაცხადა ხახალეიშვილმა





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics