|
2021-11-02 18:32:14, 828 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია – ვდებ ფიცს, რომ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად
ვდებ ფიცს, რომ ვიბრძოლებ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მის გასათავისუფლებლად, რაც არ უნდა ძვირად დამიჯდეს, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არა მისი უბრალო სურვილი, არამედ ვალდებულებაა. "ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება არ არის ჩემი, უბრალოდ სურვილი. ეს არის ვალდებულება და მე ჩემდა თავად, აი, აქ ვდებ ფიცს, რომ ვიბრძოლებ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მის გასათავისუფლებლად, რაც არ უნდა ძვირად დამიჯდეს ის. სიცოცხლის დათმობის ფასადაც რომ დამიჯდეს, დიახაც, ეს ყველაფერი მოხდება. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასაც გადავარჩენ და მასაც გავათავისუფლებ. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ღარიბაშვილის, ივანიშვილის, ბატონი გომელაურების და ლილუაშვილების გასასამართლებელი არაა", – განაცხადა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)