06:07 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-02 17:54:36, 488 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძეს სომხეთის თავდაცვის მინისტრი, არშაკ კარაპეტიანი მასპინძლობს. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხები პირისპირ ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს. მხარეებმა   კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობის, ასევე, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მეზობელ ქვეყნებს შორის  თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით, სამხედრო განათლების, სამხედრო მედიცინის, მრავალეროვნული სწავლებების კუთხით არსებულ  თანამშრომლობასა და ამ კავშირების გაღრმავებაზე. 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics