|
2021-11-02 16:27:13, 651 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე – შიმშილობის 41–ე დღეს ველოდები, სასაცილო მდგომარეობაში როგორ აღმოჩნდება
41-ე დღეს, ჩემი აზრით, სასაცილო მდგომარეობა იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ყველას ბავშვობიდან ესმის, რომ ადამიანი შიმშილობით 40 დღე ძლებს და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას არანაირი პრობლემა არ შეექმნება. „41- ე დღეს ჩემი აზრით, სასაცილო მდგომარეობა იქნება, იმიტომ რომ საყოველთაოდ ყველას ბავშვობიდან გვესმის, რომ ადამიანი 40 დღე ძლებს. არანაირი პრობლემა საბედნიეროდ არ შეიქმნება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება კარგი, მე ასეთი გონივრული მოლოდინი მაქვს. დანარჩენი საზოგადოებამ განსაჯოს, მე რატომ ვლაპარაკობ ამას. მას შეუძლია მისცეს მისი პერსონალური მონაცემების გასაჯაროების საშუალება და შემდეგ დავრწმუნდებით ჩემი აზრით, ჩემი სუბიექტური აზრია, რასთან გვაქვს საქმე - ნახევრად შიმშილობასთან, "ფეიკთან", დადგმულ რაღაცასთან", – განაცხადა მდინარაძე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)