|
2021-11-02 15:55:59, 539 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი - კლიმატის ცვლილების 26-ე სამიტში საქართველოს პრემიერის მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია
„გლაზგოში მიმდინარე კლიმატის ცვლილების 26-ე სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია გლობალურ ურთიერთობებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისთვის”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. გაეროს კლიმატის ცვლილებების 2021 წლის 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტზე, დღეს, 2 ნოემბერს მიმდინარეობს ტყის და მიწათსარგებლობის დეკლარაციის ინიცირება, რომელიც ბრიტანეთის მთავრობის მიერაა წარმოდგენილი და რომელზეც საქართველომ დაადასტურა შეერთების მზაობა და წარადგინა ნოტიფიკაცია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ხაზი გაუსვა საქართველოს ტყეების დაცვის აუცილებლობას და ემისიების შთანთქმის უნარის გაძლიერების ხელშეწყობის მნიშვნელობას. აღსანიშნავია, რომ გლაზგოში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 26-ე სამიტის ფარგლებში (COP26), საქართველო უკვე მიუერთდა აშშ-ის ინიციატივას მეთანის ემისიების შეზღუდვასთან დაკავშირებით; ასევე, ინიციატივას „ინოვაციები სოფლის მეურნეობაში კლიმატის ცვლილების დასაძლევად”.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)