07:42 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-02 11:48:12, 828 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი – ფრაქცია „ლელო“ საპარლამენტო ბოიკოტის მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს

ფრაქცია "ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის" პარლამენტის ბოიკოტის მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის წევრმა, სალომე სამადაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებისა, დატოვოს პარლამენტის მანდატი, ფრაქციის სხვა წევრები მსგავს გადაწყვეტილებას არ იღებენ. 

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ არსებობს მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები, რომელიც უნდა გადაიჭრას საქართველოს პარლამენტში, მათ შორის, უახლოეს მომავალში ველოდებით საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ამ ქვეყნის მომავლისთვის და ჩვენ ცხადია, გამოვიყენოთ ჩვენი საპარლამენტო უფლებამოსილება ამ პოლიტიკური ცვლილებების მხარდასაჭერად. შესაბამისად, თქვენ იცით მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება და დღეს ფრაქციის არც ერთი სხვა წევრი პარლამენტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას არ იღებს. ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება მოტივირებული პოლიტიკური ბოიკოტის შესახებ, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზანი და დანიშნულება", - განაცხადა სამადაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics