|
2021-11-02 11:00:36, 778 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია – აქციები გაგრძელდება, სანამ არ ვიხსნით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბოროტი კლანჭებიდან
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია დღეს ბათუმსა და რუსთავში საპროტესტო აქციას აანონსებს და აცხადებს, რომ აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ კონკრეტული შედეგი არ იქნება მიღებული და ქვეყნის ექს–პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გათავისუფლებული. მისივე თქმით, ყველაზე დიდი დანაშაულია, როდესაც არჩევანს ართმევ საქართველოს მოქალაქეს და დამარცხებულებს აცხადებ გამარჯვებულად. "ყველაზე დიდი დანაშაულია, როდესაც არჩევანს ართმევ საქართველოს მოქალაქეს და დამარცხებულებს აცხადებ გამარჯვებულებად და პირიქით, ამიტომ ეს არ და ვერ დარჩება პასუხგაუცემელი, ამიტომაც, საქართველო იწყებს სამართლიან პროტესტს, ეს იწყება დღეს, ბათუმში. ველოდებით ბათუმელებს, 17:00 საათზე აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ამავე დროს, რუსთავის ციხესთან ველოდებით 18:00 საათზე მოსახლეობას, ადამიანებს, ვისაც ანაღვლებს მიხეილ სააკაშვილის ბედი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა, აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ კონკრეტულ შედეგს არ მივიღებთ და არ ვიხსნით პრეზიდენტ სააკაშვილს კლანჭებიდან, რომელსაც ბოროტი კლანჭები ჰქვია, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, პრეზიდენტი არ იყოს ცოცხალი", – განაცხადა ნიკა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)