07:42 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-01 15:52:12, 766 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა გვარამიას ინფორმციით, სააკაშვილის გადაყვანას გორის ჰოსპიტალში აპირებენ, შესაძლოა, დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ მისი გატაცება

ინფორმაცია გვაქვს, რომ აპირებენ გორის ჰოსპიტალში გადაყვანას და ინფორმაცია გვაქვს ასევე, რომ გორის ჰოსპიტალში შესაძლოა, დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ მიხეილ სააკაშვილის გატაცება. - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა  ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშილი კატეგორიულად არ აპირებს ციხის ჰოსპიტალშ გადასვლას.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, თუმცა ის კატეგორიულად არ აპირებს ციხის საავადმყოფოში გადასვლას. ინფორმაცია გვაქვს, რომ აპირებენ გორის ჰოსპიტალში გადაყვანას და ინფორმაცია გვაქვს ასევე, რომ გორის ჰოსპიტალში შესაძლოა, დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ მიხეილ სააკაშვილის გატაცება. არსებობს რეფერალური კლინიკა, სადაც ყველა პატიმარი გადაჰყავთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და კეთილი ინებონ და გადაიყვანონ იქ, ნუ აკეთებენ გამონაკლისებს სააკაშვილის წინააღმდეგ“, - განაცხადა გვარამიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics