|
2021-11-01 15:38:46, 737 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - თუ შევადარებთ წინა წლებში ჩატარებულ არჩევნებს, წინგადადგმული ნაბიჯები გვაქვს
თუ შევადარებთ წინა წლებში ჩატარებულ არჩევნებს, წინგადადგმული ნაბიჯები გვაქვს, თუმცა ამაზე არ უნდა გავჩერდეთ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „ცხადია, ყველა არჩევნებს ახლავს პატარ-პატარა დარღვევები, იყო გარკვეული დაპირისპირებებიც, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ ყველაფერი ხომ შედარებითია. ჩვენ თუ შევადარებთ, როგორ ტარდებოდა არჩევნები წინა წლებში და რა ხდებოდა, ამ მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯები გვაქვს, თუმცა, ამაზე არ უნდა გავჩერდეთ, უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც იყო ეუთო-ოდირ-ის დასკვნაშია მოცემული, რათა კიდევ უფრო უკეთესი არჩევნები ჩავატაროთ მომდევნო წლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ოპოზიციას შეუძლია, ბათილი ბიულეტენები გადაითვალოს. „ბათილი ბიულეტენები ყოველთვის არსებობს. დარწმუნებული ვარ, ჩემი ბიულეტენებიც უამრავი იქნება გაბათილებული, ასე რომ, შეუძლიათ, შერჩევით გააკეთონ გადათვლა, ვფიქრობ, ეს არც კანონს ეწინააღმდეგება და ამის შესაძლებლობაც არის უკვე“, - აღნიშნა კალაძემ. მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში ოპონენტს 11%-ით მოუგო და რომ დაფიქსირებულიყო იმ ტიპის დარღვევა, რომელსაც არჩევნების შედეგზე გავლენის მოხდება შეეძლო, ამას დამკვირვებლების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოყვებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)