09:07 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-01 14:43:37, 559 ნახვა

პოლიტიკა
ადვოკატი - სამართლებრივი თვალსაზრისით არსებობს სრული შესაძლებლობა, რომ ალტერნატიულ კონსილიუმსაც მიეცეს უფლება მოინახულოს სააკაშვილი

სამართლებრივი თვალსაზრისით არსებობს სრული შესაძლებლობა, რომ ალტერნატიულ კონსილიუმსაც მიეცეს უფლება მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი, გაეცნოს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გასცეს რეკომენდაციები- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრო მაქსიმალურად ბლოკავს ადეკვატურ, დამოუკიდებელ, საღ აზრს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

„პროფესიული წრეებიდან, სამედიცინო სფეროდან წამოსულ ნებისმიერ ინიციატივას, ბუნებრივია, მივესალმებით. თუმცა, ეს რამდენად მოხერხდება ამასთან დაკავშირებით ამ წუთას კონკრეტული განმარტების გაკეთება არ შემიძლია, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც ვხედავთ, რომ იუსტიციის სამინისტრო მაქსიმალურად ბლოკავს ადეკვატურ, დამოუკიდებელ, საღ აზრს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ეს იქნება მის მიერვე შექმნილი კომისიის რეკომენდაციის არგათვალისწინება, სახალხო დამცველის დასკვნის არგათვალისწინება, თუ პრემიერ-მინისტრის პირდაპირ ბოროტული განცხადებები, როდესაც ადამიანს თვითმკვლელობისკენ მოუწოდებდა.

სამართლებრივი თვალსაზრისით არსებობს სრული შესაძლებლობა, რომ ალტერნატიულ კონსილიუმსაც მიეცეს უფლება მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი, გაეცნოს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გასცეს რეკომენდაციები და განახორციელოს ყველა ის ღონისძიება, რაც მისი ადეკვატური მკურნალობისთვის არის მნიშვნელოვანი”, - აცხადებს ბექა ბასილაია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics